ვებ საიტი უპირველეს ყოვლისა წარმოადგენს საშუალებას მიაღწიოთ კონკრეტულ მიზანს. ჩვენი მთავარი ამოცანა კი ამ მიზნის დეტალურად აღწერა და შესაბამისი ინსტრუმენტის შექმნაა. გამომდინარე საიტის მფლობელის საქმიანობიდან ვებგვერდი შეიძლება ემსახურებოდეს სხვადასხვა მიზანს: იყოს სავიზიტო ბარათი ინტერნეტ სივრცეში, ჰქონდეს ინფორმაციის გავრცელების ფუნქცია, იყოს პროდუქციის რეალიზაციის საშუალება. შესაბამისად ხდება ტექნიკური დავალების შემუშავება, დიზაინის დამზადება, მართვის სისტემაზე მორგება, საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული ფუნქციონალის დამატება ან მოდიფიცირება. გამომდინარე აქედან ნებისმიერი საიტი მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომას, მიუხედავად იმისა, რომ საიტის მრავალი კომპონენი უკვე მზა სახით არსებობს.
ჩვენ მომსახურებაში გთავაზობთ ვებ საიტის დაგეგმვა/დამზადებას, რომელსაც მორგებული ექნება მძლავრი ადმინისტრირების სისტემა. ნებისმიერი ვებგვერდი, სავიზიტოც და ვებ კატალოგიც, დაფუძნებულია ერთიდაიგივე უნივერსალურ ბირთვზე. შესაბამისად თქვენი საჭიროებიდან გამომდინარე დამზადებულ საიტს, მომავალში შესაძლებელია მარტივად დაემატოს სხვადასხვა ფუნქციონალი მოდულების ან აპლიკაციების სახით (მაგალითად ფოტო გალერეა, ღონისღიებების მოდული, ვალუტის კურსი, ამინდი ...)
